საინფორმაციო შეხვედრები თანასწორობის შესახებ
2022 წლის მაისიდან აგვისტომდე პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს ზემო აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერიების და საკრებულოების თანამშრომლებთან და ადგილობრივ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების როლი და ვალდებულებები ქვეყანაში თანასწორობის მიღწევის პროცესში. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და უფლების აღდგენის მექანიზმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და თავადაც გაეცნენ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ ადგილზე არსებულ პრობლემებს.
შეხვედრები ღია საზოგადოება ფონდი საქართველოს პროექტის - „სახალხო დამცვლის მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე პოლიტიკასთან ბრძოლის მიმართულებით“ მხარდაჭერით განხორციელდა, სახალხო დამცველის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველოების დახმარებით. აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრები თანასწორობის საკითხებზე სახალხო დამცველის საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის დაგეგმვას აპარატი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.