ნოვრუზ-ბაირამი საქართველოში - 2024
„ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას ინკლუზიური, ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად, სადაც თითოეული მოქალაქე თავს დაფასებულად იგრძნობს. ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის აღიარება და შენარჩუნება ჩვენთვის ის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს ერთმანეთთან დააკავშირებს და ხელს შეუწყობს სოციალურ ერთიანობასა და მრავალფეროვნებას,“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მარნეულში, ნოვრუზ-ბაირამის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებაზე.
აღმოსავლური ერების დიდი ნაწილი 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობას - ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს. საქართველოში ნოვრუზი სახალხო დღესასწაულად 2010 წლიდან გამოცხადდა და იგი ტრადიციულად, ეთნიკური ხასიათის ღონისძიებებით აღინიშნება.