მრგვალი მაგიდა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
2022 წლის 6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელმა საბჭომ და ცამეტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მრგვალი მაგიდა გამართეს.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ გაცემული რეკომენდაციები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რაც ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების გამოსავლენად და მათ დასაძლევად მოქმედი მექანიზმების გასაუმჯობესებლად არის აუცილებელი.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მრავალდონიანი თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების ძალისხმევას ისახავდა მიზნად.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი.