26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
დამოუკიდებლობის დეკლარაციით საქართველომ 1918 წლის 26 მაისს გამოხატა მისწრაფება, იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც „თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა“, სადაც ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია და აკრძალულია დისკრიმინაცია.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის აპარატი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას, მადლობას უხდის და პატივს მიაგებს იმ ადამიანთა ხსოვნას, ვისი თავდადებით, დაუღალავი შრომითა და ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.