ახალი ამბები

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სამართალდამცავთა მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო დაკავებულთა და დაკავებისას დაშავებულთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)