სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს აღნიშნავს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს და მათ სიხარულს, ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებს.
21 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ეროვნებით აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაული პირადად მიულოცა. სახალხო დამცველი მარნეულში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო; ასევე, შეხვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას მოსახლეობას, ესაუბრა მათ და დღესასწაული მიულოცა.
„დღეს პირველად ვარ ნოვრუზის დღესასწაულზე სახალხო დამცველის რანგში, ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი არა მხოლოდ დღესასწაულის მოლოცვაა, არამედ ჩემი მხრიდან არის დასტური იმისა, რომ თქვენი უფლებების დაცვა ჩემთვის პრიორიტეტია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის და სიცოცხლის განახლების დღესასწაულია, რომელსაც აღმოსავლეთის ერების დიდი ნაწილი ტრადიციულად 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღნიშნავს.