17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ვეტერანთა დღეს ულოცავს და მათ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სამშობლოსთვის გამოჩენილი თავდადებისთვის შესაბამისი დაფასებას უსურვებს.
ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა შეხვედრა გამართა აპარატში დასაქმებულ ომის ვეტერანებთან, რომლებმაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა. ლევან იოსელიანმა მადლობა გადაუხადა მათ, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე, აპარატში გაწეული საქმიანობისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატი, თავისი მანდატის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ვეტერანთა საკითხებზე და ვეტერანთა სოციალური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს რამდენიმე კონსტიტუციური სარჩელი აქვს მომზადებული.