სამმართველოს უფროსი
სამმართველო საქმიანობის ფარგლებში ფარავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და აერთიანებს აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებულ 4 რეგიონულ ოფისს:
- კახეთის ოფისი;
- ქვემო ქართლის ოფისი;
- შიდა ქართლის ოფისი;
- სამცხე-ჯავახეთის ოფისი.
სამმართველოს მიზანი:
- ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტების პროაქტიული გამოვლენის ხელშეწყობა;
- ინდივიდუალური და სისტემური უფლებადარღვევების ფაქტების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება;
- სისტემური უფლებადარღვევების და პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირება;
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა;
- საჭიროებისას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში არსებული პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სხვა ტიპის დაწესებულებებში ვიზიტები;
- სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებში შემოსული კორესპონდენციის, განცხადების/საჩივრის და საქმესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში;
- სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისში დაინტერესებული პირების მიღება, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება