სიახლეები

სახალხო დამცველი აჭარაში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

2024 წლის 26 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდნენ.

სახალხო დამცველმა მათ აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა ბავშვის უფლებებზე, ბავშვთა ქორწინების საკითხზე, ბავშვთა შრომაზე, ბულინგის თემატიკაზე, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში. ასევე ყურადღება გაამახვილა სკოლის როლზე განათლებისა და ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. დასასრულს სახალხო დამცველმა მოსწავლეებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მომზადებული საინფორმაციო მასალები გადასცა.

შეხვედრა ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)