სიახლეები

შეხვედრები თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელისა (Equinet) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) წარმომადგენლებთან

2023 წლის 11 მაისს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) დირექტორებსა და სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე სახალხო დამცველმა დამსწრეთ საქართველოში თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა გააცნო, ხაზი გაუსვა აპარატის სპეციალურ მანდატს და როგორც ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმმა, თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ასევე, განიხილეს ხანდაზმულთა და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების საქმიანობა და ამ მიმართულებით ინსტიტუციებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნაგამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)