სიახლეები

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში

2023 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათს შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი, საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრეს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მუშაობის სპეციფიკაზე, ქვეყანაში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხებზე, მათ ჩართულობაზე თვითმმართველობის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)