სიახლეები

შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) წარმომადგენლებთან

2023 წლის 22 მარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) წარმომადგენლებს საქართველოში ვლადიმერ შკოლნიკოვსა და ბესარიონ ბოხაშვილს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მოულოცეს და წარმატება უსურვეს. სახალხო დამცველმა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)