სიახლეები

შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანთან

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს მეთიუ მორის, თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს მარიტე მორასსა და პროექტის ოფიცერს ჯულია ნასონს შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავების საკითხი და მუნიციპალიტეტების საქმიანობა განიხილეს; ისაუბრეს ასევე, ადამიანის უფლებათა მიმართულებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე. ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა რეგიონული ოფისების მჭიდრო თანამშრომლობას მუნიციპალიტეტებთან და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით სახალხო დამცველის აპარატს 9 რეგიონული ოფისი აქვს, რომელთა მთავარ ფუნქციას ადამიანის უფლებების დარღვევების პარალელურად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

მხარეები სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამუშაო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)