სიახლეები

შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში

2023 წლის 5 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის შემუშავებულ 12 პრიორიტეტზე და სახალხო დამცველის როლზე ამ რეკომენდაციების შესასრულებლად.

ელჩმა ლევან იოსელიანს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და შემდგომი საქმიანობის წარმართვაში სახალხო დამცველის აპარატს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)