სიახლეები

შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან

2022 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციული ხელმძღვანელის მოადგილეს მარკ დ. სიმაკოვსკის და საქართველოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ დახმარებისთვის, რომელსაც აპარატი უახლოეს ხანებში მიიღებს სამთავრობათშორისი საგრანტო პროგრამის ფარგლებში. მარკ სიმაკოვსკიმ თავისი დიდი პატივისცემა და ნდობა გამოხატა სახალხო დამცველის მიმართ და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის, როგორც ყველაზე დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ პროექტში ჩართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის აშკარა გამოხატულებას წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მდგომარეობა; ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დემოკრატიული პროცესების დამკვიდრებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შეუფერხებელი მუშაობის თვალსაზრისით დღეს არსებულ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაშიც აშშ-სა და USAID-ს შეუძლიათ ქმედითი დახმარება გაუწიონ საქართველოს.

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორგანიზაციის როლზე დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერით და ამ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას სააგენტო მომავალშიც გაგრძელებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)