სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2021 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ დისკუსიაში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა.
აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თავის მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის თანაზიარი ღირებულებაა. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა ევან ელიოტმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აშშ-სა და საქართველოს გამოცდილება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათ დასაძლევად გაწეული საქმიანობა განიხილეს.
ონლაიან დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი კლასის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.