სახალხო დამცველის ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
2022 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ნიდერლანდების სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ბატონ იაპ ფრედერიკს, ევროპის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის კოორდინატორს ივეტ სეპესის და ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებს პერსპექტივაზე ისაუბრეს. სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მისაღებად დაგეგემილი რეფორმების განხორციელების პროცესი და ამ პროცესისადმი სახალხო დამცველის შეფასებები წარმოადგენდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის ოფიცრები ბარტ ვან ბერგენი და ალექსანდრ აკერბუმი და ნიდერლანდების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ლოუს ლამერტსი.