სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილე ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩს შეხვდა

2022 წლის 28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩს ბაჰია ტაჰზიბ-ლის და ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი ბურჯანაძემ სტუმრებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. მათ შორის, განიხილა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და პატიმართა და მოწყვლად კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა უფლებების მდგომარეობა საქართველოში.

ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩმა პატივისცემა გამოხატა ჩვენი სამსახურისა და საქმიანობის მიმართ. აღნიშნულ იქნა რომ ვიზიტის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში მუდმივად ესმეოდა ხაზი სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის აუცილებლობას და მნიშვნელობას, რათა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით პროგრესი იქნას მიღწეული ქვეყანაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)