სახალხო დამცველი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა
2023 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნიდერლანდების სამეფოს ახალ ელჩს საქართველოში ქალბატონ მელინე არაკელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო. ასევე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების მექანიზმებზე, ვეტერანთა უფლებებზე და ამ მიმართულებით ნიდერლანდების დიდი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე.
სტუმარი დაინტერესდა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობითა და საქართველოს სახალხო დამცველის როლით ამ პროცესში.