სიახლეები

სახალხო დამცველი საფრანგეთის ელჩს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

2021 წლის 21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასის და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს რემი ბუალეგის შეხვდა.

შეხვედრის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და ამისათვის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობა. ისაუბრეს ასევე, ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, სიძულვილით მოტივირებული თუ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებების ხარვეზებზე, ადამიანის უფლებათა დამცველი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ქმედებებზე.

სახალხო დამცველმა სტუმრებს ინსტიტუტის მანდატი გააცნო და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახალხო დამცველის ხელთ არსებულ მექანიზმებზე ესაუბრა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)