სიახლეები

სახალხო დამცველი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს შეხვდა

2021 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ლიეტუვას ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვას სეიმის წევრს, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს რაიმუნდას ლოპატას და ხელმძღვანელის მოადგილეს ვილია თარგამაძეს შეხვდნენ.

12 ნოემბერს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მოადგილე ასევე შეხვდნენ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას.

შეხვედრებზე ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და მის გავლენაზე ქვეყნის დემოკრატული წინსვლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. ასევე განიხილეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის პირობები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები.

ნინო ლომჯარიამ სტუმრებს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და მონიტორინგების შედეგად მიღებული ინფორმაცია გააცნო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)