სიახლეები

სახალხო დამცველი ნორვეგიის ელჩს შეხვდა

2023 წლის 5 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნორვეგიის ელჩს საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მხარეებმა მოკლედ განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და პრიორიტეტები; ისაუბრეს ასევე, უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისგზაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)