სიახლეები

სახალხო დამცველი ნატოს პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელს შეხვდა

2023 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნატოს პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელს შტეფან ელგერსს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის მანდატი და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ასევე მიმოიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი მათი გადაჭრის საქმეში.

შტეფან ელგერსი საქართველოში „საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის 2023 წლის ნატოს შეფასების შესახებ კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)