საქართველოს სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED), ფრიდომ ჰაუსისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან.
სახალხო დამცველი მაღალი რანგის შეხვედრებზე თავისი მანდატის ფარგლებში მიმოიხილავს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და დემოკრატიულ პროცესებს.