სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს შეხვდა

2022 წლის 5 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს მატეო მეკაჩის შეხვდნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ოდირის დელეგაციის წევრები: დირექტორის წარმომადგენელი ვენაში და სპეციალური მრჩეველი პიტერ მოსოპი და კანონის უზენაესობის ოფიცერი კარინ სიმონსენი.

შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში, ისაუბრეს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ ღირებულებებთან ჰარმონიზაციის პროცესზე, საერთო სასამართლოების რეფორმაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის ხარვეზებზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობაზე. ასევე, განიხილეს პენიტენციური სისტემაში არსებული მდგომარეობა.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელს ორ კანონპროექტზე თანამშრომლობისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის მონიტორინგში მონაწილეობისათვის. მხარეები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)