სიახლეები

საქართველოს და თურქეთის ომბუდსმენებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიციის გაგრძელებაზე ისაუბრეს

2022 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და თურქეთის მთავარმა ომბუდსმენმა შერეფ მალკოჩმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, რომელზეც საქართველოსა და თურქეთის ომბუდსმენების ოფისებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრაზე მხარეებმა მათ ინსტიტუციებში მიმდინარე პროექტებზე და დაგეგმილ საქმიანობებზე ისაუბრეს და თურქეთში მცხოვრები საქართველოსა და საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს თურქეთში ქართველთა მრავალრიცხოვანი დიასპორის საკითხებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის წარმატებული მაგალითებიც განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)