სიახლეები

სახალხო დამცველმა N16 და N17 პენიტენციური დაწესებულებები მოინახულა

2024 წლის 2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები, გაეცნო ბოლო წლებში N16 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ დადებით ცვლილებებს და ასევე, იმ გამოწვევებს, რომლებიც განსაკუთრებით N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს, პატიმართა განთავსების პირობებთან დაკავშირებით.

მონიტორინგისას სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა დაწესებულებების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან.

სახალხო დამცველი კვლავ გააგრძელებს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)