სახალხო დამცველმა კლინიკაში პოლიციის შედეგად დაზარალებული პირები მოინახულა
2024 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და აქციის დასაშლელად მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის შედეგად დაზარალებული პირები მოინახულა.
სახალხო დამცველის განცხადებით, მოქალაქეებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას დაკავებების ძალადობრივ მეთოდებზე და იმოქმედოს მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოიკვეთოს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილი პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.