სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის N3 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

2023 წლის 29 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმის N3 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, სადაც მაღალი რისკის მქონე პატიმრებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მანდატის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. ასევე შეხვდა დაწესებულების დირექტორს და დაწესებულებაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილა.

ვიზიტის დროს სახალხო დამცველი ბათუმის პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელი და საერთო სივრცეების ინფრასტრუქტურას გაეცნო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)