სიახლეები

სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

2023 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების საკითხებში გერარდ ქუინს შეხვდა.

შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა, სახელმწიფო პოლიტიკა და ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.

სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის საქმიანობა, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მომზადებული რეკომენდაციები და თემაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეტალები გააცნო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)