სიახლეები

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წევრის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის, გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას, რომელსაც თან ახლავს დამამცირებელი კომენტარები.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია, რადგან აძლიერებს მავნე სტერეოტიპებს და სტიგმას შშმ პირების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სიტყვებმა და მოქმედებებმა ზიანი არ მიაყენოს სხვებს და არ გააძლიეროს არსებული სტერეოტიპები.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის მნიშვნელობას, როგორც ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველს, სადაც ყველა პირს პატივისცემითა და ღირსეულად ეპყრობიან.

სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს თავი შეიკავოს ასეთი ტიპის, სხვისი ღირსების შემლახველი ქმედებისგან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)