სიახლეები

ტრენინგი „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების თემაზე

2024 წლის 22 და 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებთან თბილისსა და ბათუმში სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს.

თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სექსუალური შევიწროების არსსა და სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა მექანიზმის მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა მოისმინეს, თუ რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება დარა ფორმებით გამოიხატება იგი, როგორია მისი ამოცნობის ინდიკატორები და რა მტკიცებულებებით შეიძლება სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურება.

სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება კერძო კომპანიების ინიციატივებსა და მზაობას, აქტიურად ჩაერთონ თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართულ აქტივობებში. საგანმანათლებლო საქმიანობას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს სახალხო დამცველი თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მოიაზრებს და ამ კუთხით, სხვადასხვა უწყებასთან თუ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განაგრძნობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)