სიახლეები

ტრენინგი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის შრომით ურთიერთობებში თანასწორობის საკითხებზე

2023 წლის 13 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების თანამშრომლებთან საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარეს.

შეხვედრა შრომით ურთიერთობებში თანასწორობის საკითხს დაეთმო. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თანასწორობის უფლების არსზე, უთანასწორო მოპყრობის შემთხვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა უშუალოდ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის პრაქტიკაზე.

სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება კერძო კომპანიების ინიციატივებსა და მზაობას, აქტიურად ჩაერთონ თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართულ აქტივობებში. საგანმანათლებლო საქმიანობას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს სახალხო დამცველი თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მოიაზრებს და ამ კუთხით, სხვადასხვა უწყებასთან თუ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განაგრძობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)