სიახლეები

ტრენინგი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის თანასწორობის საკითხებზე

2024 წლის 25-27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამართეს ტრენინგი - „თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აღმოფხვრა: პრევენცია და რეაგირების მექანიზმები“. ღონისძიება შრომის ინსპექციის სამსახურთან თანამშრომლობით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ტრენინგის ფარგლებში, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის კერძო სექტორისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თანასწორობის არსზე, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპზე, ფორმებსა და ძირითად მახასიათებლებზე; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების თემებს და მათზე რეაგირების მექანიზმებს; ასევე, გაეცნენ სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატსა და პრაქტიკას.

სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება ეკონომიკური სექტორის მზაობას - გაიღრმავოს ცოდნა თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მოიაზრებს საგანმანათლებლო საქმიანობას და ამ კუთხით, სხვადასხვა უწყებასთან თუ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას სამომავლოდაც განაგრძნობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)