სიახლეები

ტრენინგი ბანკების წარმომადგენლებისთვის თანასწორობის საკითხებზე

2022 წლის 1-2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროსაბჭოს მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედი ბანკების წარმომადგენლებისთვის თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის ფარგლებში, თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული სტანდარტები გააცნეს. ინფორმაცია მიაწოდეს დისკრიმინაციის შემადგენელ ელემენტებზე, დისკრიმინაციის სახეებსა და უფლების დაცვის მექანიზმებზე. რამდენიმე სესია დაეთმო დისკრიმინაციის წახალისების საკითხსა და სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ მსჯელობას. ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის პრაქტიკა საბანკო სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს მუშაობას დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)