სახალხო დამცველის მოადგილე თანასწორობის ორგანოების ევროპული სტანდარტების შესახებ გამართულ შეხვედრას დაესწრო
2024 წლის 14-15 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანა კვაჭაძე ალბანეთის დისკრიმინაციისგან დაცვის კომისრის, თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელისა (Equinet) და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ძალისხმევით გამართულ ერთობლივ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ თემაზე - „თანასწორობის ორგანოების სტანდარტები“.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო თანასწორობის ორგანოების სტანდარტების შესახებ ევროკავშირის ორი ახალი დირექტივის (ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული) შესახებ ცოდნის ამაღლება და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, მათი იმპლემენტაციის შესაძლებლობაზე დისკუსია. სამუშაო შეხვედრა დაეთმო ეროვნულ დონეზე არსებულ გამოწვევებს, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებსა და კარგ პრაქტიკაზე მსჯელობებს.