სიახლეები

მედიაციის ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის

2024 წლის ივნისში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს USAID/Georgiaსამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მედიაციის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილება ზეპირი მოსმენის ჩატარება და მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებაა. ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის კი აუცილებელია მედიაციასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარების სრულფასოვნად ფლობა.

ტრენინგზე მედიატორთა ასოციაციისწევრმა და მედიატორმა ვეკო დოდაშვილმა დამსწრეთ მედიაციის პრინციპები და ტექნიკა, ეფექტიანი კომუნიკაციის, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების მართვისა და ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევისთვის საჭირო უნარების გამომუშავების ტაქტიკა გააცნო. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრებზე პრაქტიკული მაგალითები და შემთხვევები განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)