სიახლეები

საჯარო სემინარი თემაზე - ,,წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია პენიტენციურ დაწესებულებებში’’

2023 წლის 8 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები აკაკი კუხალეიშვილი და დანიელ მგელიაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2022 წლის ანგარიშზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)