ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიული სტაციონარის ვიზიტის შემდგომი ანგარიში
შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“-ს ფსიქიატრიულ სტაციონარში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, 2019 წლის 18-19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, ხოლო 2019 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ2 შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“-ს ფსიქიატრიულ სტაციონარში ვიზიტი განახორციელეს. მონიტორინგი ჩატარდა თემატურად და მოიცავდა შემდეგი საკითხების შემოწმებას: არასათანადო მოპყრობა; ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა; ფსიქიატრიული შემთხვევის მართვა; სომატური ჯანმრთელობის დაცვა; სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, თერაპიული და უსაფრთხო გარემო. 2020 წლის 19 თებერვალს აღნიშნულ დაწესებულებაში ასევე ვიზიტი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველმა.