პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიში
პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში მიმოვიხილავთ დაკავების, თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას, ასევე, შესაბამის სახელმწიფო პოლიტიკასა და კანონმდებლობას. ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგების ვიზიტებისა და მიგნებების შესახებ. ასევე შეფასებულია სახელმწიფო უწყებების მხრიდან, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.