ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში 2009)
წინამდებარე ანგარიში ასახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის სტატუსით სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2009 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა გეგმიური მონიტორინგი 2009 წლის 1 ივლისიდან 14 აგვისტომდე. წინამდებარე ანგარიშის შედეგები ასახავს როგორც გეგმიური, ასე დაუგეგმავი ვიზიტების დროს დაფიქსირებულ მდგომარეობას 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის ივნისის ჩათვლით. გარდა გეგმიური მონიტორინგისა, საანგარიშო პერიოდში, 2009 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელეს 189 ad hoc (დაუგეგმავი) ვიზიტი, რა დროსაც მონახულებულ იქნა 700–ზე მეტი პატიმარი.