წინადადებები.

წინადადება პარლამენტს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით.

2016 წლის 3 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ცვლილებები სახალხო დამცველის აპარატმა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის, კვლევებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონში ასახული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულება ეთნიკური უმცირესობებისათვის მეთოდოლოგიური მასალებისა და სახელმძღვანელოების, აღმზრდელ–პედაგოგთა საკვალიფიკაციო ჩარჩო–სტანდარტებისა და პროფესიული განვითარების სქემის შემუშავებისა და დანერგვის შესახებ; საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებით უნდა განხორციელდეს ბავშვთა სააღმზრდელო ჯგუფებში გადანაწილება და აღმზრდელ–პედაგოგთა პროპორციული თანაფარდობა; განისაზღვროს დამატებითი ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა, ალტერნატიული და სპეციალური სასწავლო პროგრამების დანერგვის მიზნით.

აქვე აღსანიშნავია, რომ დასახვეწია მუნიციპალური კონტროლისა და შიდა მონიტორინგის სისტემა, რათა სააღმზრდელო დაწესებულების არაგეგმიური შემოწმება სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით მოხდეს; ხოლო მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზესავალდებულო ხასიათი უნდა მიეცეს დასკვნების შემუშავებასა და მათ აღსრულებას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომკანონმა უნდა დაარეგულიროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და კვების ორგანიზაციული წესების მონიტორინგის საკითხი.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოსკანონი (მე–15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22–ე მუხლის გარდა) ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს დასარეგულირებლად, შესაბამისად, საჭიროა გადაიხედოს კანონპროექტის ამოქმედების თარიღი და დაწესდეს გონივრული ვადა მისი ძირითადი დებულებების ძალაში შესვლისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივას და მიიჩნევს, რომ იგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინსტრუმენტი გახდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)