წინადადებები.

წინადადება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე

2023 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით.

საკითხის შესწავლისას, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, კვლავ გამოიკვეთა როგორც ორგანიზაციული ისე პროცესის არსისკენ მიმართული გამოწვევები. კერძოდ, რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის წევრთა შერჩევის სისტემა, ადამიანის უფლებათა ტრენინგებზე მათი დაბალი წვდომა და რეცენზირების პროცესში შექმნილი გასაჩივრების სისტემის ხარვეზები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)