წინადადება VIII კლასში საგან „მოქალაქეობის“ სწავლების საათობრივი დატვირთვის თაობაზე
2023 წლის 11 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს VIII კლასში საგან „მოქალაქეობის“ სწავლების საათობრივი დატვირთვის გაზრდის წინადადებით მიმართა.
საკითხის შესწავლის ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მერვე კლასის მოსწავლეებისთვის ამ საგნის სწავლებას ყოველკვირეულად მხოლოდ ერთი საათი ეთმობა.
ამ მიმართებით ევროპული პრაქტიკის შესწავლამ ცხადყო, რომ საგნის მიზნების მისაღწევად ეს დატვირთვა შეუსაბამოა, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების რეალიზებაზეც.