წინადადებები.

წინადადება აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ

2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა - დაიწყოს გამოძიება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტებზე.

საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაუსაბუთებლად ან ფაქტობრივად არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური დევნის დაწყება და სამსახურიდან გათავისუფლება, რომლის მოტივიც ხსენებული პირების მხრიდან კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მოქმედებები, რომელიც შეიცავს შესაძლო დევნის ნიშნებს, საგამოძიებო უწყების მხრიდან ადეკვატურ შეფასებას, გამოძიების დაწყებასა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)