საქართელოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2013
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2013 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და მიმოიხილავს სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში.