ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ქართულ ენაზე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში ქართულ ენაზე თარგმნა. ანგარიშში წარმოდგენილია სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებული შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები, საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სპეციალური მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს და სრულად იზიარებს მათ სულისკვეთებას. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციები თანხვედრაშია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე განხორციელებულ შესწავლის შედეგებთან და ეხმიანება იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს წინაშე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით დგას.