პატიმრობის პირობების გავლენა პატიმართა ჯანმრთელობაზე
სპეციალურ ანგარიშში შეგიძლიათ გაეცნოთ თუ რა გავლენას ახდენს პატიმრობის პირობები პატიმართა ჯანმრთელობაზე და რა რისკ-ფაქტორები გამოვლინა სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგის პერიოდში
პატიმრობის პირობები მოიცავს პენიტენციურ დაწესებულებაში ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს, მათ შორის, მატერიალურ პირობებს, რეჟიმს, ფსიქო-ემოციურ გარემოს, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და სამედიცინო მომსახურებას.
კვლევის პროცესში მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა კონფიდენციალურ ვითარებაში პატიმრების სოციოლოგიური გამოკითხვა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული ეთიკა.
მონიტორინგი ჩატარდა პენიტენციური დეპარტამენტის N2, N3, N5, N6, N8, N11, N14, N15 დაწესებულებებში, ასევე N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და N19 ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრში.