სპეციალური ანგარიშები.

ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრის) მონიტორინგის ანგარიში

2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მონიტორინგი განახორციელა საქართველოში მოქმედ, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ყველა სახელმწიფო თავშესაფარში.

მონიტორინგი მიზნად ისახავდა თავშესაფრებში არსებული მდგომარეობის შეფასებას, ასევე მისი შესაბამისობის შემოწმებას შიდა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა გარანტიებთან. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის ეფექტური სერვისის მიწოდების და განმეორებითი ძალადობისგან დაცვის კუთხით.

მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)