ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში 2019
წინამდებარე სპეციალური ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეიმუშავა. ანგარიშში გაანალიზებულია 2019 წელს ჩადენილი დანაშაულები.
გენდერული ძალადობის უკიდურესი გამოვლინების, ფემიციდის პრევენციას ხელს უშლის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან კომპლექსურად ბრძოლის და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მხრივ არსებული პრობლემები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სოციალური მუშაობის მიმართულებით, კონკრეტული ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა და სოციალური სამსახური კვლავ ფორმალურად ერთვება ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში. კვლავ პრობლემურია მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო კურსის გავლა.
მისასალმებელია, რომ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციის შემდგომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მოიცავს მართლმსაჯულების განხორციელების და სტატისტიკის შეფასებას, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზომოს მიღწეული პროგრესი და გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება და ხელს უშლის პრობლემასთან ბრძოლას.
ვიმედოვნებთ, წარმოდგენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.